სამოდელო გაკვეთილის გეგმა

პრობლემაზე ორიენტირებული სამოდელო გაკვეთილის გეგმა(I)                         
ასწავლებელი: დალი პაპავა
პირადი ნომერი: 48001013510
საგანი: მათემატიკა
 სწავლების საფეხური/კლასი: დაწყებითი საფეხური, მეექვსე
მოსწავლეთა რაოდენობა:10, სსსმ არ არის.
გაკვეთილის თემა :მასშტაბის გამოყენება ყოფით სიტუაციაში
გაკვეთილის მიზანი:  მოსწავლემ ყოველ ჯერზე შეძლოს რუკისა და მასშტაბის გამოყენებით ორ ობიექტს შორის რეალური მანძილის პოვნა. შეძლოს პრობლემის მოძებნა და განსაზღვრა,პრობლემის შესახებ რესურსების ორგანიზება და ცოდნის მობილიზება, პრობლემის გადაჭრის განხორციელება,  გადაწყვეტილების მიღება.
გაკვეთილის თემისა და მიზნის შესაბამისობა სასწავლო გეგმის მოთხოვნებთან: მათემატიკაში ამ პერიოდისათვის მოსწავლეებმა იციან არაუარყოფითი რაციონალურ რიცხვებზე არითმეტიკული მოქმედებების შესრულება და მოქმედებათა შედეგების შეფასება. იცის ორი რიცხვის ფარდობა, პროპორციის უცნობი წევრის პოვნა და მასშტაბის არსი. გამომდინარე აქედან, მოსწავლეები განიმტკიცებენ პროგრამულად გათვალისწინებული კალენდარული გეგმის მიხედვით თემას და იმუშავებენ ინდივიდუალურად, მთელ კლასთან, ჯგუფურად აქტივობებზე
.აღნიშნული გაკვეთილი შეესაბამება ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული წლის ბოლოს მისაღწევ, შედეგებსა და მათ ინდიკატორებს:
მათ.VI 3 მოსწავლეს შეუძლია ზომის სხვადასხვა ერთეულების ერთმანეთთან დაკავშირება და გამოყენება      
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
ადგენს რეალური ვითარების ან მისი სიტყვიერი აღწერის შესაბამის(წრფივი გამოსახულებით მოცემულ)ტოლობას, უტოლობას,ან განტოლებას.


ამოცანის ამოსახსნელად შედგენილი განტოლების მიხედვით დაადგენს, თუ რა გავლენას ახდენს ერთი სიდიდის ცვლილება ამოცანის ამოხსნაზე.


#
აქტივობის მიზანი და აღწერა
გამოყენებული მეთოდები/მეთოდები
კლასის ორგანიზების ფორმა
სასწავლო რესურსები
დრო(წთ)
1
საორგანიზაციო საკითხი




2
2

საშინაო დავალების ფრონტალური შემოწმება .     პროექტორით სლაიდებს(კითხვარეი) იხილეთ დანართი#1 ვუჩვენებ ეკრანზე და გამოსაძახებელი ჩხირით ვუსვამ კითხვას მოსწავლეს,     ნაჩვენები სლაიდიდან.(აღნიშნული აქტივობის მიზანია დადგინდეს მოსწავლეთა მზაობა განსახილველ საკითხთან მიმართებით.)
ზეპირი ანგარიში
მთელი კლასი
პროექტორ, (პროექტორი დაეხმარება მოსწავლეებს დასმული კითხვების კარგად გააზრებაში.)
8
3

გაკვეთილის თემისა და მიზნის გაცნობა. -როგორ ფიქრობთ რა იქნება ჩვენი გაკვეთილის თემა?(მასშტაბი). უნდა გავიმეოროთ თემამასშტაბიდა დავინახოთ მათემატიკის ცხოვრებასთან კავშირი. აცნობს ფლიფ-ჩარტზე წარმოდგენილ მიზანს და შეფასების რუბრიკას.იხილეთ დანართი#2.(ამ აქტივობის მიზანია მოსწავლეთა მობილიზება)
ვერბალური ახსნა
მთელ კლასთან
ფლიფ-ჩარტზე დაწერილი  გაკვეთილის მიზანი და  შეფასების რუბრიკა. (მთელი გაკვეთილი გაკრული იქნება კედელზე, რომელსაც
გაკვეთილის შეჯამების დროს გამოვიყენებთ. ამ რესურსით მოსწავლეთა მოტივაცია ამაღლდება.)
2
4

კითხვა- პასუხი             მასწავლებელი მიმართავს კლასს: მე ამოვხსნი ამოცანას, თქვენ შეცდომა აღმოაჩინეთ. „ბათუმიდან ფოთამდე რეალური მანძილი არის 100კმ, ხოლო რუკაზე მისი შესაბამისი მანძილი10სმ-ია. რა მასშტაბისაა რუკა? ჩემი პასუხი ასეთია:10:100=1:10 რუკის მასშტაბია 1:10. მეთანხმებით თუ არ მეთანხმებით? რატომმოსწავლეები მსჯელობენ დაშვებულ შეცდომაზე და ასწორებენ.      -რომელი მასშტაბით უფრო დიდი იქნება საქართველოს რუკა?) 1:100000  )1:2000000 )1:500000.               (აღნიშნული აქტივობის მიზანია წინარე ცოდნის გააქტიურება.)


კითხვა-პასუხი
მთელი კლასი
დაფა. ცარცი  (თვალსაჩინო და ყველასათვის მისაწვდომი რომ იყოს.)
5

კითხვა- პასუხი             მასწავლებელი მიმართავს კლასს: მე ამოვხსნი ამოცანას, თქვენ შეცდომა აღმოაჩინეთ. „ბათუმიდან ფოთამდე რეალური მანძილი არის 100კმ, ხოლო რუკაზე მისი შესაბამისი მანძილი10სმ-ია. რა მასშტაბისაა რუკა? ჩემი პასუხი ასეთია:10:100=1:10 რუკის მასშტაბია 1:10. მეთანხმებით თუ არ მეთანხმებით? რატომ?  მოსწავლეები მსჯელობენ დაშვებულ შეცდომაზე და ასწორებენ.      -რომელი მასშტაბით უფრო დიდი იქნება საქართველოს რუკა?ა) 1:100000  ბ)1:2000000 გ)1:500000.               (აღნიშნული აქტივობის მიზანია წინარე ცოდნის გააქტიურება.)


კითხვა-პასუხი
მთელი კლასი
დაფა. ცარცი  (თვალსაჩინო და ყველასათვის მისაწვდომი რომ იყოს.)
5
 5

სიტუაციური ამოცანა იხილეთ დანართი#3.  მასწავლებელი             პროექტორით ეკრანზე გამოაჩენს სიტუაციურ ამოცანას, კლასს ყოფს ორ ჯგუფად, თითოეულს აძლევს ერთი და იგივე სლაიდით ნაჩვენებ ამოცანას. ვინც ადრე დაამთავრებს, დაფასთან აკეთებს თავისი ნაშრომის დემონსტრირებას. მოსწავლეები დაიწყებენ მსჯელობას. იმის შესახებ, რომ ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად საჭიროა რეალური მაძილის დადგენა, რაც შესაძლებელია რუკის მიხედვით. მასწავლებელი აკვირდება ჯგუფის მუშაობას და საჭიროების შემთხვევაში აძლევს მათ სკაფოლდინგის კითხვებს.          აღნიშნული (აქტივობის მიზანია: მოსწავლემ შეძლოს პრობლემის მოძებნადა განსაზღვრა,პრობლემის შესახებ ცოდნის მობილიზება და რესურსების მოძიება, პრობლემის გადაჭრის გზების მოძებნა და გადაწყვეტილების მიღება.)
პრეზენტაცია
ჯგუფური
პროექტორი, რუკა, ფლიპ-არტი, სახაზავი, მარკერი.  (სლაიდზე ამოცანა ილუსტრირებულია , რაც გამოიწვევს მოტივაციას. რადგან მოსწავლეებმა რუკაზე სახაზავით უნდა გაზომონ მანძილი. ფლიფ-ჩარტი და მარკერი, ნამუშევრის დასაწერად.)
18
6

ცოდნის განმტკიცება. მასწავლებელი მოსწავლეებს ურიგებს ბარათებს შესასრულებელი დავალებით. იხილეთ დანართი#4. დავალება ერთნაირია. დროის ამოწურვის შემდეგ მასწავლებელი ეკრანზე გამოაჩენს სწორ ამონახნს, მოსწავლეები წყვილებში უცვლიან ერთმანეთს ნამუშევარს და აფასებენ შეფასების კრიტერიუმის მიხედვით.( ამ აქტივობის მიზანია:მოცემული დავალების შესრულება ახალი მასალის განმტკიცების მიზნით. )                 
ამოცანის ამოხსნა
ინდივიდუალური
ბარათი შესასრულებელი დავალებითა და შესავსები ცხრილით. (ამ რესურსით მოსწავლე შეძლებს დროის ეფექტურად გამოყენებას და ამოცანის ამოხსნას.)
5
6
აქტივობა 6
საშინაო დავალება
1) სავ.#15   2)შეეცადეთ შეადგინოთ და ამოხსნათ ანალოგიური ამოცანა.                             (ამ აქტივობის მიზანია:ცოდნისა და უნარების უფრო ღრმად და საფუძვლიანად გააზრება-განმტკიცება, გაკვეთილზე მიღებული ცოდნის გათვალისწინებით)                          

საერთო საკლასო



2წთ



7
აქტივობა 7.შეფასება- შეჯამება.
(ამ აქტივობის მიზანი: მოსწავლე ადგენს ცოდნის შესაბამისობას წინასწარ შემუშავებული შეფასების კრიტერიუმის გათვალისწინებით).
მოსწავლეები შეფასდებიან განმავითარებელი და განმსაზღვრებელი შეფასებით. განმავითარებელი( საჭიროების შემთხვევაში-კონსტრუქციული უკუკავშირი). განმსაზღვრელი ქულით მასწავლებელი მოსწავლეებთან ერთად  მოსწავლეებს შეაფასებს შეფასების რუბრიკით(იხ. დანართი შეფასების რუბრიკა)

გაკვეთილის შეჯამების მიზნით
მასწავლებელი მოსწავლეებს დაურიგებს,,გასასვლელ ბილეთს’’(დანართი 5)ცხრილის სახით და ვთხოვ შეავსონ, შესაბამის სტრიქონებში დასვან „x” ნიშანი.

ინდივიდუალური

3
                       
გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები:
                     მოსწავლეს შეუძლია:
Ø   რუკისა და მასშტაბის გამოყენებით ორ ობიექტს შორის რეალური მანძილის დადგენა. 
Ø  პრობლემის მოძებნა და განსაზღვრა;
Ø  პრობლემის შესახებ რესურსების ორგანიზება და ცოდნის მობილიზება;
Ø  პრობლემის გადაჭრის განხორციელება.                 

ხელმოწერა: დალი პაპავა













     შეფასების  რუბრიკა                                                                                            
შეფასების კრიტერიუმი
არა დამაკმაყოფილებელი
დამაკმაყოფილებელი
კარგი
ძალიან კარგი
მსჯელობის დროს სწორი ფორმით იყენებს ტერმინებს
ვერ იყენებს
ნაწილობრივ იყენებს
 ზოგჯერ უშვებს უმნიშვნელო შეცდომებს
ყოველთვის სწორი ფორმით იყენებს
პრობლემის ამოცნობა
ვერ ამოიცნო
ნაწილობრივ ამოიცნო
ამოიცნო, მაგრამ ვერ განსაზღვრა
ამოიცნო და განსაზღვრა
პრობლემის გადაჭრის გზის მოძებნა და განხორციელება
ვერ მოძებნა
გაზომა მანძილი რუკაზე, დაწერა მასშტაბი, შეადგინა პროპორცია, მაგრამ ვერ გამოთვალა რეალური მანძილი
გაზომა მანძილი, დაწერა მასშტაბი,შეადგინა პროპორცია, გამოთვალა რეალური მანძილი და დრო, მაგრამ ვერ დაადგინა ჩასვლის დრო
სრულად შეასრულა
                                                                                                                                                            ჩატარების თარიღი:23.04.2019                                                                                                    ხელმოწერა: დ. პაპავა

გასასვლელი    ბარათი
საკითხები
კარგად გავიგე
ნაწილობრივ გავიგე
ვერ გავიგე
პრობლემის განსაზღვრა და ჩამოყალიბება



პრობლემის გადაჭრის გზის მოძიება



პრობლემის განხორციელება



                                                            







სამოდელო გაკვეთილი II





მასწავლებელი: დალი პაპავა                                                                                

პირადი ნომერი:48001013510                                                                                                    საგანი: მათემატიკა                                                                                                                           სწავლების საფეხური/კლასი:საშუალო/XI                                                                   მოსწავლეთა რაოდენობა:           22. სსმ მოსწავლე არა მყავს.                     
 გაკვეთილის თემა: წრფივი დაპროგრამების ამოცანების ამოხსნის მაგალითები                    გაკვეთილის მიზანი:     მოსწავლეები სწორად მოახდენენ სასარგებლო, ჯანსაღი საჭმლისა და სასმლის კლასიფიკაციას. ცხოვრებისეული ტექსტური ამოცანის ამოსახსნელად სწორად შეადგენენ წრფივ ორუცნობიან უტოლობათა სისტემას და ამოხსნიან GeoGebra-ს პროგრამაში, მოახდენენ უტოლობათა სისტემის ამონახსენთა სიმრავლის გეომეტრიულ ინტერპრეტაციას, კოორდინატთა მეთოდის გამოყენებას ამოცანის ამონახსნების ძიებასა და პოვნაში.

                         გაკვეთილის თემისა და მიზნის შესაბამისობა სასწავლო გეგმის მოთხოვნებთან: მათემატიკაში ამ პერიოდისათვის იციან წრფივი ორუცნობიანი უტოლობათა სისტემის ამოხსნა; კოორდინატთა მეთოდის გამოყენების უნარი; ორუცნობიანი უტოლობათა სისტემის მათი ამონახსნების ძიებაში და ამ ამონახსნების ანალიზის უნარი ამოცანების კონტექსტიდან გამომდინარე.  გამომდინარე აქედან მოსწავლეები განიმტკიცებენ პროგრამით გათვალისწინებული კალენდარული გეგმის მიხედვით თემას და იმუშავებენ ინდივიდუალურად, მთელ კლასთან, ჯგუფურად აქტივობებზე.                                                            აღნიშნული გაკვეთილი შეესაბამება ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული წლის ბოლოს მისაღწევ, შედეგებსა და მათ ინდიკატორებს:
       მათ. IX.7. მოსწავლეს შეუძლია განტოლებათა სისტემებისა და უტოლობების გამოყენება პრობლემის გადაჭრისას. • ტექსტური ამოცანის ამოსახსნელად ადგენს და ხსნის ორუცნობიან წრფივ განტოლებათა სისტემას; ახდენს სისტემის ამონახსნის ინტერპრეტაციას ამოცანის კონტექსტის გათვალისწინებით; • ტექსტური ამოცანების ამოხსნისას და/ან რეალური ვითარების მოდელირებისას ადგენს და ხსნის ერთუცნობიან უტოლობათა სისტემას; ახდენს ამონახსნის სიმრავლურ ინტერპრეტაციას;                                                                                                მათ. XI.5 იყენებს ფუნქციებსა და მათ თვისებებს რეალური ვითარების მოდელირებისას და მის შესასწავლად           
    შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:                                                                                                                                         . იყენებს სიბრტყეზე წრფივი დაპროგრამების მეთოდებს ოპტიმიზაციის პრობლემების ( მაგ. შეზღუდული რესურსების ეფექტიანად გამოყენების ამოცანებში) გადაჭრისას.

#
აქტივობის მიზანი და აღწერა
გამოყენე
ბული მეთოდები
კლასის ორგანიზების ფორმა
სასწავლო რესურსი
დრო(წთ)

1
აქტივობის მიზანი:წინარე ცოდნის გააქტიურება.  აქტივობის აღწერა: მოსწავლეები მოახდენენ არსებული და საჭირო ცოდნის გახსენებას,  მობილიზებას და ცოდნის გამოყენებას, შემდეგი თემატიკის შესაბამისად. ვამოწმებ საშინაო დავალებას. მოსწავლეებს უნდა ამოეხსნა( გ. გოგიშვილის, თ. ვეფხვაძის სახელმძღვანელოდან) # 9(ა) ამოცანა. ვუსვამ კითხვებს:  1) სიბრტყეზე უტოლობათა სისტემის ამონახსნების სიმრავლის გამოსახვისას რა ფიგურა მიიღეთ?  2) დაასახელეთ მიღებული ფიგურის წვეროების კოორდინატები. მთელ კლასთან ინტერაქციით ვახდენ მოსწავლეთა მიღწევის მხარეებს, ვის სჭირდება დახმარება და ვაძლევ მათ შესაბამის კონსტრუქციულ უკუკავშირს. შემდეგ  მოსწავლეებს ვაცნობ გაკვეთილის თემას და მიზანს. მოსწავლეებს ვაჩვენებ ფოტოს(დანართი1ა, 1ბ.) და ვუსვამ პრობლემურ შეკითხვებს:

.რა პრობლემას ხედავთ?
• რატომ შეექმნა პრობლემა? ( რა გაძლევთ ამის თქმის საფუძველს?)
• ადამიანის ჯანმრთელობა დამოკიდებულია თუ არა საკვების ხარისხზე და რაოდენობაზე და შემადგენლობაზე?
მოსწავლეებს ჯერ ვთხოვ თითოეულ კითხვაზე პასუხისთვის იფიქრონ დამოუკიდებლად,  ბოლოს ჯგუფში მიიღონ გადაწყვეტილება და შემდეგ კლასს წარუდგინონ თავიანთი მოსაზრებები.კლასი გაკვეთილის დასაწყისიდან დაყოფილია სამ ჯგუფად.

                 
ინტერაქციის მეთოდი
მთელი კლასი          ჯგუფური
პროექტორი, კომპიუტერი. (პროექტორით ეკრანზე ვუჩვენებ საშინაო დავალების ამონახსნის სწორ ვარიანტს,გაკვეთილის მიზანს, შეფასების რუბრიკას-მიზნის გაცნობისას  და ფოტოს- დანართი 1)           
10 წთ

2
აქტივობა №2 .

აქტივობის მიზანი: მოცემული სიმრავლიდან ორი ქვესიმრავლის გამოყოფა საერთო
ნიშნით, კლასიფიკაცია, სადაც ელემენტთა რაოდენობა განსაზღვრულია.
მოსწავლეებს ვურიგებ ბარათებს ბარათებზე წერია სხვადასხვა სასმელისა და საჭმელის
სახელწოდება. მოსწავლეებმა კლასიფიკაცია უნდა მოახდინონ და დაალაგონ
სარგებლიანობის მიხედვით, ისე, რომ თითოეული ქვესიმრავლეში ელემენტების რაოდენობა არ
აღემატებოდეს ოთხს.
ბარათებზე წერია: გამოხდილი წყალი, ხილის ნატურალური წვენი, ჩირისგან
დამზადებული კომპოტი, ცოცხალი ხილის კომპოტი, ენერგეტიკული სასმელი, ხინკალი,
ჩიფსი, მწვადი, ლიმონათი ზედაზენი, მინერალური წყალი, წყალი, ხაჭაპური, შემწვარი
წიწილა, ბოსტნეულის სალათა, შემწვარი კარტოფილი, ჰამბურგერი, მოხარშული
კარტოფილი.
სიტყვებს ჩამოწერენ სარგებლიანობის მიხედვით ორ სვეტად რაიმე ნიშნით.
მოსწავლეებთან ვსვამ შეკითხვას:
თუ გსმენიათ კვებითი პირამიდის შესახებ?
პასუხის შემდეგ ვაჩვენებ ნახატს .(დანართი 2)
მოსწავლეები მსჯელობენ  და შემდგომ  ვაძლევ კონსტრუქციულ უკუკავშირს.

ჯანსაღი კვების პირამიდა,
გონებრივი იერიში
ჯგუფური, მთელი კლასი
დასარიგებელი ბარათები,ფლიფ-ჩარტი(რაზეც მოახდინონ საჭმლების  კლასიფიკაცია  კლასის წარსადგენად),კომპიუტერი და პროექტორი დანართი2-ის საჩვენებლად).
8 წთ.

3
აქტივობა №3. 
აქტივობის მიზანი: პრობ
ლემური/სიტუაციური ამ
ოცანის ამოხსნა და ამოცა
ნაში წარმოდგენილი პრობ
ლემის გადაჭრა - GeoGebra
 პროგრამის გამოყენებით.
 აქტივობის აღწერა: ჯგუფებს ვურიგებ
ს ვურიგებ ბარათებს სადაც მოოოცემულია შემდიტუაციური ამოცანა:
ცნობილია, რომ ადამიან
მა საკვები და მისი ოდე
ნობა თავისი ასაკის, ფიზი
კური დატვირთვებისა და 
 გარემოპირობების
გათვალისწინებით
უნდა შეარჩიოს. თქვენი
ასაკის ახალგაზრდებმა
სასურველია საკვების თხე
ვადი ნაწილით უზრუნ
ველყონ ყოველდღიურად
არანაკლებ 300 და არაუმე
ტეს 2400 კილოკალორიის
მიღება, Bჯგუფის ვიტამი
ნები-არანაკლებ1,5 მილიგ
რამისა და Cვიტამინი-არ
ანაკლებ 20 მილიგრამისა.
ვთქვათ, Xწვენის ერთი
ფინჯანი უზრუნველყოფს
60 კილოკალორიას, ამას
თანავე, 0,28 მგ 
Bვიტამინსა და 5 მგC ვიტა
მინს, ხოლოY -ის ერთი
ფინჯანი-60 კილოკალორიას,  ამასთანავე,   0,15 მგB ვიტამინსადა6 მგCვიტამინს.
შეადგინეთ წრფივი
უტოლობათა სისტემა,
 რომელიც აღწერს X დაY
 წვენებით კალორიებისა
და ვიტამინების დასახელე
ბულ დღიური ოდენობის
მიღებას.
ვთქვათ, x არის X წვენის
შემცველი ფინჯნების
რაოდენობა, y - Y წვენის.
შეადგინეთ წრფივი უტო
ლობა, რომელიც შეესაბამე
ბა მხოლოდ ამ სახეობის
წვენებით კალორიების
 მიღებას.
• შეადგინეთ წრფივი
 უტოლობები, რომლებიც
 X და Y სახეობის წვენე
ბით, შესაბამისად, B და C
 ვიტამინების დასახელებ
ულ ოდენობათა მიღებას
 შეესაბამება.
• დამატებით რა პირობას
 უნდა აკმაყოფილებდეს x
 და y რიცხვები?
• წარმოადგინეთ
ამონახსნთა სიმრავლე
 Geogebra-პროგრამის
 საკოორდინატო სიბრტყე
ზე.
• იპოვეთ რამდენიმე ამონა
ხსნი, რომელიც საზღვარს
ეკუთვნის.
• იპოვეთ იმ ტეხილის წვე
როების კოორდინატები,
 რომლითაც შემოსაზღვრუ
ლია ამონახსნთა სიმრავლე.
• რა მაქსიმალური ოდენო
ბის კალორიებს მიიღებს
 ადამიანი ამ ოდენობის
 ფინჯნებით წვენების
მიღების შემთხვევაში.
მოსწავლეები ადგენენ ფუ
რცელზე წრფივ ორუცნო
ბიან განტოლებათა სისტე
მას და GeoGebra-ში აგებენ
 გრაფიკს. ეძებენ გრაფიკუ
ლად ამონახსნებს . აკეთებ
ენ პრეზენტაციას მიღე
ბულ შედეგებზე დაყრდ
ნობით.
სიტუაციური ამოცანის ამოხსნა
ჯგუფური
დასარიგებელი ბარათი დავალებით(ჯგუფებისთვის), კომპიუტერი 3ცალი და პროექტორი(თითოეული ჯგუფს აქვს კომპიუტერი GeoGebra პროგრამის გამოყენებით აგებს თითოეული უტოლობის გრაფიკებს) , პროექტორით -ჯგუფის  ლიდერი ეკრანზე აჩვენებს ამონახსნთა სიმრავლეს საკოორდინატო სიბრტყეზე
. GeoGebra   პროგრამის გამოყენებით   სწრაფად და უშეცდომოდ აიგება გრაფიკები, რაც მოსწავლეებისთვის ხელშემწყობი პირობაა.      
18 წთ
4
აქტივობა №4. გაკვეთილის შეჯამება- შეფასება.                აქტივობის მიზანი: მოსწავლე ადგენს ცოდნის დონის შესაბამისობას წინასწარ შემუშავებული  შეფასების სქემის შესაბამისობაში.    აქტივობის აღწერა:მოსწავლეებთან ერთად ვახდენ მოსწავლეთა შეფასებას მათი მიღწევის დონის შესაბამისობას წინასწარ შემუშავებული და განმსაზღვრელი შეფასების სქემაში წარმოდგენილი თითოეული კრიტერიუმის(დანართი4) მიმართებაში.მოსწავლეები შეფასდებიან განმსაზღვრელი შეფასებით ან ქულით.                      
გაკვეთილის შეჯამება-შეფასება
ინდივიდუალური
სლაიდშოუ-გაკვეთილის მიზანი და შეფასების რუბრიკა, გასასვლელი ბარათი (დანართი3)
7 წთ

5
აქტივობა5
აქტივობის მიზანი:
ცოდნისა და უნარების უფრო ღრმად და საფუძვლიანად გააზრება - განმტკიცება,
გაკვეთილზე მიღებული გამოცდილების გათვალისწინებით.               აქტივობის აღწერა:                მოსწავლეებს ეძლევათ ამოცანა-
 ამოხსნან სახელმძღვანელოში ( მათემატიკა XI კლასი. . გოგიშვილი ,
.ვეფხვაძე , . მებონია , . ქურჩიშვილი )  პარაგრაფ 5.6 #18 ამოცანა.
ამოხსნის პროცესში გამოიყენონ გაკვეთილზე მიღებული გამოცდილება;
გამოყენებული
საშინაო დავალების მიცემა
საერთო საკლასო
მათემატიკა გ. გოგიშვილი, თ. ვეფხვაძე,ია მებონია, ლამარა ქურჩიშვილი- XI კლასის სახელმძრვანელო.(გვერდი 279  #18)
2 წთ

მისაღწევი შედეგები:                                    
მოსწავლეები შექმნიან აქტუალური თემის მიხედვით შექმნილ არატრავიალურ ამოცანის მათემატიკურ მოდელს, რაც გულისხმობს წრფივ ორუცნობიანი სისტემის გამოყენებას. ჩართავენ კოორდინატთა მეთოდს სისტემის ამონახსნთა ძიებაში; განივითარებენ თანამშრომლობის, კრიტიკული აზროვნების, სხვათა მოსაზრებების პატივისცემის უნარებს.

ხელმოწერა:დ.პაპავა
თარიღი:27.05.2019წ




1 comment: