სასწავლო პროექტი



სსიპ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ნაფიჩხოვოსთემის                                                                                                                         საჯარო სკოლის  კლასის ხელმძღვანელის დალი პაპავას                                                                                                                                სასწავლო პროექტი                                                                    
ადგილი
საქართველო, სამცხე ჯავახეთის მხარე. ახალციხის მუნიციპალიტეტი.
სახელწოდება
ექსკურსია -ვარძია,რაბათის ციხესიმაგრე,საფარის მონასტერი და მწვანე მონასტერი
მარშრუტი
სოფელი ნაფიჩხოვო-ვარძია-რაბათი-საფარა-მწვანეთა მონასტერი-ბორჯომის პარკი-ნაფიჩხოვო
დრო
30.05.20019-3.05.2019    ორდღიანი
აქტუალობა
მოსწავლეები გაეცნონ, შეისწავლონ და გაუფრთხილდნენ ისტორიულ ძეგლებს,იცოდნენ თავიანთი ქვეყნის, კუთხის ისტორიული ძეგლების ისტორია. გაუღრმავდეთ სამშობლოსადმი  სიყვარული და ჩამოუყალიბდეთ მეგობრული ყრთიერთობა.
მიზანი
მოსწავლეებმა გააკეთონ ექსკურსიის ხარჯთაღრიცხვა,საფუძვლიანად შეისწავლონ-ვარციხის, რაბათის,საფარის და მწვანე მონასტრის ძეგლები , მათი გეოგრაფიული მდებარეობა,შეძლონ ისტორიული დროის გაგება და ეპოქის განცდა.
ე.ს.გ. სტანდარტი
მათ.IX.4 მოსწავლეს შეუძლია გამოთვლებთან და რაოდენობის შეფასებასთან დაკავშირებული ამოცანების აამოხსნა.                            შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:                                                        .ასრულებს პირად ხარჯთაღრიცხვასთან,შემოსავალთან დაკავშირებულ გამოთვლებს და შეფასებებს შემდგომი მოქმედების დაგეგმვის მიზნით.
მოსწავლეთა რაოდენობა/კლასი
18 მოსწავლე, IX კლასი
საპროექტო ჯგუფის შემადგენლობა
მოსწავლეები,მასწავლებლები: დალი პაპავა, ჯანიკო დარსალია, მოხალისე მშობელი ირა გოგუადა მედიცინის  წარმომადგენელი
ვადები-ხანგრძლივობა
მაისის თვე
პროექტის მსვლელობა/აქტივობები
1. სასწავლო პროექტისათვის თემის შერჩევა.ჩვენი ქვეყნის ისტორიული ძეგლები- ექსკურსია                                                           ~
2.საპროექტო ჯგუფის ჩამოყალიბება                                                      
3.პროექტის გეგმის შემუშავება                                                                  
4. ექსკურსიის ხარჯთააღრიცხვის გაკეთება და საჭირო რესურსების(კომპიუტერი,ბლოკნოტი,ფოტოაპარატი,ბინოკლი,საკვები, ტრანსპორტი)   დადგენა.                                                               
5.საპროექტო ჯგუფში დავალებების გადანაწილება:                             
I ჯგუფი-მოიძიონ ინფორმაცია ვარძიის ადგილმდებარეობის და ისტორიის შესახებ.        
II ჯგუფი მოიძიონ ინფორმაცია რაბათის ციხე სიმაგრის ადგილმდებარეობისა და ისტორიის შესახებ.                                                                                               
III ჯგუფი-მოიძიონ ინფორმაცია საფარის და მწვანე მონასტრის შესახებ.                                                                                                                                                                       
6. ვარძიის დათვალიერება                                                                          
7.რაბათის დათვალიერება                                                                                                           
8.საფარის დათვალიერება.                                                                         
9.მწვანე მონასტრის დათვალიერება                                                       
10.ფოტოგადაღებები (პერიოდულად)                                                                                    
11.გიდის მიერ მოცემული ინფორმაციის ბლოკნოტში ჩანიშვნა(საჭიროების შემთხვევებში)                                     
12.მონასტრებში მოლოცვა                                                                            
13.მოპოვებული ინფორმაციის და ფოტოების გამოყენებით წერილობითი დოკუმენტის შექმნა.                                                          
14. მიღებული პროდუქტის პრეზენტაცია კლასში   
საგნებთან კავშირი
ისტორია,გეოგრაფია,ბიოლოგია,მათემატიკა
მოსალოდნელი შედეგები(პროდუქტები)
აღნიშნული პროექტი ხელს შეუწყობს მოსწავლეებში კლასგარეშე განათლების მიღებას. სოციალური და საკუთარი თავის მართვის უნარ-ჩვევების გამომუშავებას.მშობლიურ მხარეში ისტორიული ძეგლებისდა მონასტრების საფუძვლიან შესწავლას. სასიამოვნოსა და სახალისოს გახდის სასწავლო პროცესს. აამაღლებს მოსწავლეთა მოტივაციას და  საგნისადმი სიყვარულს. ხელს შეუწყობს ინფორმაციის მოპოვების, მართვის, კეთების, დამუშავების, შეფასების, ანალიზისა და მასზე დაყრდნობით გადაწყვეტილებების  დამოუკიდებლად მიღების უნარ-ჩვევების გამომუშავებას. პრობლემების აღმოჩენისა და მათი თავიდან აცილების გზების ძიების და მოგვარების უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას.
საჭირო რესურსები
კომპიუტერი,ფოტოაპარატი,ბლოკნოტი,საკვები,ტრანსპორტი მგზავრობისათვის და ა.შ.
პროექტის ხელმძღვანელი
დალი პაპავა
პროექტის ხელმძღვანელის ელფოსტა
dalipapava@gmail.com
                                                                                                                                         ხელმოწერა: დალი პაპავა






                                სასწავლო პროექტის რეფლექსია                                                                              ჩვენ მიერ ჩატარებული პროექტის თემა იყო: “ვარძია,რაბათი,საფარა,მწვანეთა მონასტერი“, მიზანი: მშობლიურ მხარეში არსებული ისტორიული ძეგლების (ვარძია, რაბათი, საფარა, მწვანეთა მონასტერი) საფუძვლიანი შესწავლა, ისტორიული დროის გაგება და ეპოქის განცდა. მათემატიკური კვლევა ძეგლების(აქიტექტურაზე:ფორმა, სიმაღლე,სახურავის ტიპი. აგების თარიღები....),მეგობრული ურთიერთობის ჩამოყალიბება   .                                                           აღნიშნულმა პროექტმა პირველ რიგში ხელი შეუწყო მოსწავლეებს და მასწავლებლებს შორის მეგობრულ ურთიერთპატივისცემაზე დამყარებული კომუნიკაციის ჩამოყალიბებას,მოსწავლეებში კლასგარეშე განათლების მიღებას. სასიამოვნო და სახალისო გახდა სასწავლო პროცესი. გაძლიერდა  სამშობლოსადმი სიყვარული.                                                          პროექტის ძლიერი მხარე იყო  ის,რომ მოსწავლეებს ჰქონდათ დამოუკიდებლობისა თავისუფლების განცდა, იქნებოდა ეს ინფორმაციის მოპოვება,დათვალიერება,დაკვირვება და ა.შ. მოსწავლეები  გამოირჩეოდნენ მაღალი მოტივაციით, არ უგვრძნიათ დაღლა და წარმოაჩინეს ისეთი სოციალური უნარ-ჩვევები, რომლებიც აუცილებელი იყო ჯგუფში კომუნიკაციისათვის, საქმიანობისთვის და ანალიზისთვის.                                                                      პროექტის ყველა აქტივობა წარიმართა გეგმის შესაბამისად. ყველა აქტივობა წარმატებული იყო, მაგრამ განსაკუთრებით გამოვყოფ  ძეგლების დათვალიერებებს, ინტერნეტით და სახელმძღვანელოდან მოძიებული ინფორმაციების პრაქტიკულმა ნახვამ  მოსწავლეებში უდიდესი გაოცება  გამოიწვია. აღნიშნული პროექტის განხორციელებით მოსწავლეებმა მიიღეს კლასგარეშე განათლება და ამიტომ ვფიქრობ, რომ მივაღწიეთ  მიზანს.                         პროექტის განხორციელების პროცესში მოდიფიცირება არ დაგვჭირდა, რადგან მსგავს პროექტებს თითქმის         ყოველი სასწავლო წლის ბოლოს ვატარებთ და გვაქვს შესაბამისი გამოცდილება.                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                           















No comments:

Post a Comment