რეფლექსია


                     ჩატარებული გაკვეთილი (I)-ის რეფლექსია
    23.04.2019 წელს მეექვსე კლასში ჩავატარე პრობლემაზე ორიენტირებული სამოდელო გაკვეთილი მათემატიკაში.გაკვეთილი წარიმართა წინასწარშემუშავებული გეგმის შესაბამისად ესგ-ის და სამოდელო გაკვეთილის ჩატარების მოთხოვნების გათვალისწინებით. გაკვეთილის თემა იყო მასშტაბი.ჩემი გაკვეთილის მიზანი-პრაქტიკული/ცხოვრებისეული ამოცანაში მოსწავლეებს კრიტიკული აზროვნების შემოქმედებით მოეძებნათ ამოცანაში არსებული პრობლემა, განესაზღვრათი იგი,გაეკეთებინათ შეძენილი წინარე ცოდნის მობილიზება და დაესახათ ამ პრობლემის გადაჭრის გზა.
     გამოწვევის ფაზაზე, ორგანიზაციულ პროცედურებთან (მისალმება,სიის ამოკითხვა) ერთად ჩემი მიზანი იყო წინარე ცოდნის გააქტიურება, რაშიც დამეხმარა ჩემს მიერ წინასწარ შექმნილი საშინაო დავალების კითხვარებ სლაიდები(დანართი 2). მთელ კლასთანზეპირი ანგარიშისტრატეგიისა და კითხვარების სლაიდებით ჩვენებამ განაპირობა მოსწავლეთა აქტიური ჩართულობა, რის შედეგადაც გაკვეთილზე შეიქმნა საინტერესო მამოტივირებული გარემო, რაც დამეხმარა გაკვეთილის მიზნის მიღწევაში. მოსწავლეებს, შესაბამისად, მივეცი განმავითარებელი შეფასება-კონსტრუქციული უკუკავშირის სახით.გაკვეთილის შემდგომ აქტივობაზე მაპროვიცირებელი კითხვა-როგორ ფიქრობთ რა იქნება თქვენი გაკვეთილის თემა? მოსწავლეების მიერ გამოთქმული ვარაუდის გამართლებამ  მოსწავლეთა ინტერესი მოტივაცია კიდევ  უფრო  გაზარდა,   აქვე გავაცანი გაკვეთილის მიზანი და შეფასების კრიტერიუმი.
       სიღრმისეული წვდომის ფაზაზე, მოსწავლეთა წინარე ცოდნის გააქტიურების ფონზე გამოვიყენე სტრატეგიაკითხვა პასუხი“, თითოეულ კითხვაზე საჭიროების შემთხვევაში კონსტრუქციულ უკუკავშირს ვაძლევდი. შემდეგი სტრატეგია: „მე ამოვხსნი ამოცანას, თქვენ შეცდომა აღმოაჩინეთ“, რაც საინტერესო და სახალისო აღმოჩნდა, მოსწავლეები მსჯელობდნენ და პოულობდნენ აღმოჩენებს ჩემს შეცდომებზე და სიღრმისეულად გაიაზრეს მასშტაბის არსი. მოსწავლეთა წინარე ცოდნის გააქტიურებისა და პროპევდევტიკული მუშაობის ჩატარების შემდეგ მნიშვნელოვანი და  გარდამტეხი აქტივობა იყო პრობლემური/ სიტუაციური ამოცანის ამოხსნა, ამოცანაში წარმოდგენილი პრობლემა (არასაკმარისი პირობა),პრობლემის განსაზღვრა (მანძილი თბილისიდან ბოსტონამდე),პრობლემის გადაჭრის გზების მოძებნა(რუკისა და მასშტაბის მიხედვით რეალური მანძილის გაგება), პრობლემის განხორციელება. მოსწავლეები  მუშაობდნენ ჯგუფურად, მათვის ნაცნობია და გათავისებული აქვთ ჯგუფური მუშაობის წესები და პრინციპები, ამიტომ მათ არ დასჭირდათ ამ წესების ახსნა. აქტიურად ჩაებმნენ ამ აქტივობაში. ვაკვირდებოდი მათ მუშაობას, ვაკეთებდი ჩანაწერებს თითოეული მათგანის შესახებ. ამ აქტივობაში მხოლოდ დამკვირვებლისა და ფასილიტატორის როლი შევასრულე.   მე შევძელი ის, რომ მოსწავლეებმა შეძლეს პრობლემის მოძებნა და მისი გადაჭრის გზის მოძებნა (რუკაზე გაზომეს მანძილი, x-ით აღნიშნეს რეალური მანძილი, შეადგინეს პროპორცია და იპოვეს მანძილი თბილისიდან ბოსტონამდე, შემდეგ კი ამოცანის პირობის შესაბამისად გასცეს პასუხი დასმულ კითხვებს. ჯგუფის  პრეზენტატორებმა დამაჯერებლად და მეტად საინტერესოდ წარმოადგინეს ნაშრომი, სწორად იყენებდნენ მათემატიკურ ტერმინებს. ჩემთვის აღმოჩენა იყო, ის, რომ მოსწავლეებმა თვითონ შეძლეს იმის დადგენა ,რომ ამოცანა არა საკმარისი პირობით იყო,შეძლეს ამ  პირობის (მანძილი) განსაზღვრა, მოახდინეს წინარე ცოდნის მობილიზება(რუკისა და მასშტაბის გამოყენებით რეალური მანძილის გაგება).  მოსწავლეები შევაფასე წინასწარშემუშავებული შეფასების რუბრიკის საშუალებით საკლასო დავალების კომპონენტში, როგორც განმავითარებელი, ასევე განმსაზღვრელი შეფასებით, ანუ ქულებით.
     გაკვეთილის შეჯამების ფაზაზე, არსებული და ახლად მიღებული ცოდნის გამთლიანების შეფასების მიზნით, გამოვიყენე „გასავლელი ბარათები“ ცხრილის სახით, ცხრილში ჩამოწერილი საკითხებიდან შეერჩიათ 3-რაც,კარგად გაიგეს, 2- ნაწილობრივ გაიგეს ან ცოტა ბუნდოვანი იყო მათთვის და 1- რაც გაუგებარი. ბოლოს მოსწავლეებს მივეცი საშინაო დავალება: თითოეულს დავურიგე ბარათები დავალებით და შეედგინათ თავიანთი ბინის რონელიმე  ოთახის გეგმა.
     გაკვეთილზე მე შევასრულე გეგმით გათვალისწინებული საქმიანობა. დაგეგმილი და გაკვეთილზე განხორციელებული თითოეული აქტივობის მიზნის მიღწევა დამეხმარა გაკვეთილის მთავარი მიზნის მიღწევაში. გაკვეთილის ძლიერ მხარედ შეიძლება ჩავთვალო მოსწავლეთა აქტიური ჩართულობა, აგრეთვე თითოეული აქტივობის ბოლოს მოსწავლეებისათვის განმავითარებელი შეფასების მიცემა კონსტრუქციული უკუკავშირის სახით.
გაკვეთილზე დამსწრე კოლეგებისათვის ახალი იყო ამ კუთხით გაკვეთილის წარმართვა , რადგან პრობლემაზე ორიენტირებული გაკვეთილი საკმაოდ რთული დასაგეგმი და განსახორციელებელია როგორც სტრუქტურულად ისე თემატურად, მე და ჩემმა კოლეგებმა ერთმანეთს გავუზიარეთ აზრები გაკვეთილის შემდეგ, რამაც სარგებელი მომიტანა როგორც მე, ასევე მათ. აგრეთვე ჩემ მიერ ჩატარებული გაკვეთილი ერთგვარ სტიმულად იქცა თვითონ შექმნან და დაგეგმონ  მსგავსი ტიპის გაკვეთილები.
     აღსანიშნავია, რომ გაკვეთილის მსვლელობისას დაგეგმილი   #6  აქტივობის  მოხსნა დამჭირდა, რადგან გამოიკვეთა დროის მენეჯმენტის პრობლემა. ამ კორექტირებას  ხელი არ შეუშლია,  მოცემული აქტივობისთვის განკუთვნილი ბარათები შესასრულებელი დავალებითა შესავსები ცხრილით საშინაო დავალებად მივეცი მოსწავლეებს. რა თქმა უნდა, მომავალში განსაკუთრებულ ყურადღებას მივაქცევ გაკვეთილზე დაგეგმილი აქტივობებისათვის გათვალისწინებულ და განსაზღვრულ დროს, რაც გათვალისწინებული იქნება მომდევნო გაკვეთილების დაგეგმვასა და ჩატარებაში.


ჩატარებული გაკვეთილი II - ის რეფლექსია 
                                                                          
      27.05.2019 წელს მეთერთმეტე კლასში ჩავატარე პრობლემაზე ორიენტირებული სამოდელო გაკვეთილი მათემატიკაში. დრო-45წთ.გაკვეთილი წარიმართა წინასწარშემუშავებული გეგმის შესაბამისად ესგ-ის და სამოდელო გაკვეთილის ჩატარების მოთხოვნების გათვალისწინებით. გაკვეთილის თემა იყო წრფივი დაპროგრამების ამოცანების ამოხსნის მაგალითები.  ჩემი გაკვეთილის მიზანი იყო მოსწავლეებს სწორად მოეხდინათ სასარგებლო, ჯანსაღი საჭმლისა სასმლის კლასიფიკაცია, ცხოვრებისეული /პრაქტიკული სიტუაციური ამოცანის ამოხსნისას კრიტიკული აზროვნების შემოქმედებით მოეძებნათ  ამოცანაში პრობლემა, გაეკეთებინათ წინარე ცოდნის მობილიზება და სწორად შეედგინათ   ორუცნობიანი უტოლობათა სისტემები, ამოეხსნათ GeoGebras პროგრამაში,მოეხდინათ უტოლობათა სისტემის ამონახსნთა სიმრავლის გეომეტრიული ინტერპრეტაცია, კოორდინატთა მეთოდის გამოყენებით ამოცანის ამონახსნების ძიებასა და პოვნაში(პრობლემის განხორციელება).
       გამოწვევის ფაზაზე, ორგანიზაციულ პროცედურებთან (მისალმება,სიის ამოკითხვა)  ერთად ჩემი მიზანი იყო წინარე ცოდნის გააქტიურება,რაშიც დამეხმარა ჩემ მიერ წინასწარ შექმნილი საშინაო დავალების კითხვარები,რისი საშუალებით დავადგინე მოსწავლეთა მზაობა, ზოგიერთ მოსწავლეს  მივეცი განმავითარებელი შეფასება-კონსტრუქციული უკუკავშირი. პროექტორით ეკრანზე ვუჩვენე და გავაცანი გაკვეთილის თემა, მიზანი და შეფასების კრიტერიუმი. ამის შემდეგ პროექტორით ეკრანძე ვუჩვენე ფოტო(დანართი1) და დავუსვი პრობლემურ კითხვები, მათ ვთხოვე  იფიქრონ დამოუკიდებლად და შემდეგ ჯგუფში მიიღონ გადაწყვეტილება(კლასი  3 ჯგუფად გაკვეთილის დაწყებამდე მქონდა დაყოფილი) და შემდეგ კლასს წარუდგინონ თავიანთი მოსაზრებები.ამ აქტივობამ განაპირობა მოსწავლეთა აქტიური ჩართულობა , რის    შედეგადაც გაკვეთილზე შეიქმნა საინტერესო მამოტივირებელი გარემო, რაც დამეხმარა გაკვეთილის მიზნის მიღწევაში.
        მოსწავლეთა უფრო მეტი დაინტერესება გამოიწვია მეორე აქტივობის ჩატარებამ-მოსწავლეებს უნდა მოეხდინათ დარიგებული ბარათების (სასმელი და საჭმელი) სიმრავლიდან ორი ქვესიმრავლის გამოყოფა საერთო ნიშნით, კლასიფიკაცია სარგებლიანობის მიხედვით, ისე რომ თითოეულ ქვესიმრავლეში ელემენტების რაოდენობა არ აღემატებოდეს ოთხს. მოსწავლეები ხალისით შეუდგნენ სიტყვების ჩამოწერას ორ სვეტად,მუშაობის დამთავრების შემდეგ ჩემ მიერ  დასმულმა შეკითხვამ „თუ  გსმენიათ კვებითი პირამიდის შესახებ?“ და პასუხის შემდეგ ნახატი(დანართი2) ჩვენებამ დიდი ინტერესი გამოიწვია და აქტიურად ჩაერთნენ მსჯელობაში, რის შემდეგ მოსწავლეებს მივეცი განმავითარებელი შეფასება- კონსტრუქციული უკუკავშირის სახით. ამ აქტივობამ ხელი შეუწყო იმას, რომ  მოსწავლეებმა კარგად გაიაზრეს და გააცნობიერეს  შემდეგი აქტივობის-სიტუაციური ამოცანის ტექსტი.                                              შემდეგი აქტივობა სიტუაციური/პრაქტიკული ამოცანის ამოხსნა -კლასი წინასწარ დაყოფილი იყუ სამ ჯგუფად, ქცევის წესების შეხსენება არ  დამჭირვებია რადგან იციან წესები. ჯგუფებს დავურიგე ბარათები (ამოცანის ტექსტი,ამოხსნის ალგორითმებით) და თითოეულ ჯგუფს თითო კომპიუტერი, მივეცი დრო და მუშაობის დამთავრების შემდეგ თითოეულ ჯგუფს წარმოედგინა ნამუშევარი. მოსწავლეები აქტიურად ჩაერთვნენ მუშაობაში, დაადგინეს ამოცანაში წარმოდგენილი პრობლემა,პრობლემის გადასაჭრელად შექმნეს მათემატიკური მოდელი-ორუცნობიან წრფივი უტოლობათა სისტემა, GeoGebras  პროგრამის გამოყენებით ააგეს გრაფიკები,მოძებნეს  გრაფიკულად ამონახსნები(განახორციელეს პრობლემა). მიღებულ შედეგებზე დაყრდნობით გააკეთეს პრეზენტაცია.
   გაკვეთილზე მე შევასრულე გეგმით გათვალისწინებული საქმიანობა, დაგეგმილი და გაკვეთილზე განხორციელებული თითოეული აქტივობის მიზნის მიღწევა დამეხმარა გაკვეთილის მთავარი მიზნის მიღწევაში. გაკვეთილის ძლიერ მხარედ შეიძლება ჩავთვალო მოსწავლეთა აქტიური ჩართულობა, აგრეთვე თითოეული აქტივობის ბოლოს მოსწავლეებისათვის განმავითარებელი შეფასების მიცემა კონსტრუქციული უკუკავშირის სახით და მათი შეფასება საკლასო მუშაობის კომპონენტში.                                  აღსანიშნავია, რომ არ დამდგარა გაკვეთილის მსვლელობისას დაგეგმილი აქტივობების მოდიფიცირებისა და კორექტირების საჭიროება, მაგრამ გამოიკვეთა დროის მენეჯმენტის პრობლემა. ვფიქრობ ცოტა მეტი დრო დავუთმე წინარე ცოდნის გააქტიურებას საშინაო დავალების შემოწმებას, რამაც გამოიწვია აქტივობებისათვის გათვალისწინებულ დროის ცვლილება. რა თქმა უნდა, მომავალში განსაკუთრებულ ყურადღებას მივაქცევ გაკვეთილზე დაგეგმილ აქტივობებისათვის გათვალისწინებული და განსაზღვრულ დროს, რაც გათვალისწინებული იქნება მომდევნო გაკვეთილების დაგეგმვასა და ჩატარებაში.                                  
    გაკვეთილის რეფლექსია-შეჯამების ფაზაზე,არსებული და ახლად მიღებული ცოდნის გამთლიანების, შეფასების და თვითშეფასების მიზნით, გამოვიყენე „გასასვლელი ბარათები“ და ბოლოს მივეცი საშინაო დავალება-ერთი პრაქტიკული აქ განხილული ამოცანის ანალოგიური ამოცანა. მოსწავლეები შევაფასე წინასწარშემუშავებული შეფასების რუბრიკის საშუალებით საკლასო დავალების კომპონენტში, როგორც განმავითარებელი, ასევე განმსაზღვრელი შეფასებით, ანუ ქულით.                                         
   ამ გაკვეთილის გამოცდილებას გავუზიარებ ჩემ კოლეგებს , მათ საშუალება ექნებათ გამოიყენონ ჩემ მიერ შექმნილი რესურსები,ან თავადაც შექმნან მსგავსი, დაგეგმონ და ჩაატარონ ანალოგიური გაკვეთილი.                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                  ხელმოწერა:დალი პაპავა                                                                                                                       თარიღი:04.06.2019                                                                                                                                       

No comments:

Post a Comment