სოციალური პროექტის გეგმა
1
|
პროექტის სახელწოდება
|
ვისწავლოთ ადამიანის პატივისცემა და დაფასება მის სიცოცხლეში
|
2
|
კლასი მოსწავლეთა რაოდენობა
|
IX 19
|
3
|
აქტუალობა
|
ჩვენი სკოლის პედაგოგთა პლეადის ღირსეული წარმომადგენელი, ბატონი მირიანე ნაჭყებია 91 წლისაა, დაბრმავებული და დაუძლურებულია. გადავწყვიტე მის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე- ჩემს სადამრიგებლო კლასს მოეძია და დაემუშავებინა ინფორმაციები, დაგვედო სკოლის გვერდზე, მოგვენახულებინა სახლში და გაგვეხარებინა.
|
4
|
სტანდარტთან შესაბამისობა
|
IX. ქართ.ენობრივ- გამომსახველობითი საშუალებებისა და გრამატიკის საკითხების ცოდნის ფუნქციურად გამუყენება კონკრეტული მიზნით(ზეპირი ან/ და წერითი მეტყველების დროს) თხრობა, აღწერა, მსჯელობა. თემატური ბლოკი-ადამიანი და მისი ცხოვრების გზა, ყოფა-ცხოვრება,საქმიანობა, ურთიერთობა და სხვა.
|
5
|
ხანგრძლივობა
|
01.04-19.04
|
6
|
მიზანი
|
მოსწავლეებმა შეძლონ ინფორმაციის მოძიება,დამუშავება და დამუშავებული მასალის veb გვერდზე დადება. განუვითარდეთ კეთილი საქმის კეთების უნარი.
|
7
|
პროექტის მსვლელობა აქტივობები
|
1) სოციალური პროექტისათვის თემის შერჩევა „ვისწავლოთ ადამიანის დაფასება მის სიცოცხლეში“ 2)ინფორმაციების მოპოვება ბატონი მირიანეს ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე კლასს ვყოფ სამ ჯგუფად და მათ ვაძლევ დავალებებს: I ჯგუფს-შეადგინონ კითხვარები და გამოკითხონ ოჯახის წევრი და მეზობლები. II ჯგუფს-მოიძიონ ინფორმაციები სკოლი არქივიდან. III ჯგუფს-მეგობრებისა და ყოფილი თანამშრომლების გამოკითხვა. 3)პრეზენტაცია - თითოეული ჯგუფი აკეთებს პრეზენტაციას თავიანთ ნამუშევრებზე. შემდეგ ამთლიანებენ და წერენ ბატონ მირიანეს ბიოგრაფიას. 4) ფოტოებისა და ბიოგრაფიის განთავსება ქალაქ ჩხოროწყუს სოფელ ნაფიჩხოვოს საჯარო სკოლის veb გვერდზე. 5)ბატონ მირიანეს ოჯახში მონახულება.
|
8
|
შედეგი
|
მოსწავლეებმა განივითარეს კითხვარების შედგენის, ინფორმაციების მოპოვების, მსჯელობის, წერის და კეთილი საქმის კეთების უნარი.ხოლო ბატონ მირიანეს, თავი ვაგრძნობინეთ, რომ იგი განსაკუთრებული სიყვარულით უყვართ და აფასებენ მას.
|
კლასის ხელმძღვანელის რეფლექსია განხორციელებულ პროექტზე
IX კლასის დამრიგებელმა დალი პაპავამ ჩავატარე სოცპროექტი თემაზე „ვისწავლოთ ადამიანის დაფასება მის სიცოცხლეში“. პროექტის მონაწილეებმა შევარჩიეთ ჩვენი სკოლის ყოფილი ღვაწმოსილი პედაგოგი-ბატონი მირიანე ნაჭყებია. ჩვენი მიზანი იყო შეგვეგროვებინა ინფორმაციები ბატონ მირიანეს ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე,რაც გაგვეცნო საზოგადოებისთვის. აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებმა დიდი ინტერესითა და ხალისით შეადგინეს კითხვარები და გამოკითხეს: ოჯახის წევრები,მეგობრები,ყოფილი თანამშრომლები და მეზობლები.სასიხარულო აღმოჩნდა,ის ფაქტი,რომ გამოკითხვით მიღებული ინფორმაციები ბატონ მირიანეზე ამაღლებული და სიყვარულით სავსე აღმოჩნდა,ბევრი იყო ბატონი მირიანის იუმორი. მოძიებული ინფორმაციები დაამუშავეს და დაწერეს მისი ცხოვრებისა და მოღვაწეობის ბიოგრაფია, რომელიც გამოაქვეყნეს ნაფიჩხოვოს თემის საჯარო სკოლის veb გვერდზე.
ყველაზე მეტად საინტერესო იყო ბატონ მირიანეს მონახულება ოჯახში. ვფიქრობ, რომ ჩვენ მივაღწიეთ მიზანს, მის სიცოცხლეს ერთი ლამაზი დღე შევმატეთ,ბატონ მირიანეს თავი ვაგრძნობინეთ, რომ იგი ძალიან უყვართ და პატივს სცემენ მას.
პროექტის შეფასების კრიტერიუმები
1.მოხდა თუ არა დასახული მიზნის მიღწევა?
|
2.რომელი აქტივობები ვერ განხორციელდა და რატომ?
|
3.რომელ კომპონენტში იყო პროექტი წარმატებული?
|
4.რა სარგებელი მიიღეს მოსწავლეებმა?
|
5.მომავალში მეტი ყურადღება რას მივაქციო?
|
პროექტის მონიტორინგი
1.მოხდა თუ არა დასახული მიზნის მიღწევა? -პროექტით განსაზღვრული ყველა მიზანი მიღწეულია.
|
2.რომელი აქტივობები ვერ განხორციელდა და რატომ? -აქტივობები გეგმის მიხედვით განხორციელდა.
|
3.რა სარგებლობა მიიღეს პროექტის მონაწილეებმა? -პროექტის განხორციელების შედეგად, მოსწავლეებს განუვითარდათ კითხვარების შედგენის,ინფორმაციის შეგროვების, დამუშავებისა და კეთილი საქმის კეთების უნარი.
|
4. პროექტის აქტივობები-გეგმით გათვალისწინებული ყველა აქტივობა განხორციელდა. მსვლელობისას რაიმეს დამატება ან მოდიფიცირება არ მომხდარა.
|
სოციალური პროექტის გეგმა შეადგინა ქალაქ ჩხოროწყუს სოფელ ნაფიჩხოვოს საჯარო სკოლის უფროსმა მასწავლებელმა დალი პაპავამ.
დ.პაპავა
No comments:
Post a Comment